უნგრეთში ის ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს, მომავალი კვირიდან სასტუმროებში, დახურული ტიპის რესტორნებში, თეატრებში, კინოთეატრებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა ადგილებში წასვლას თავისუფლად შეძლებენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რამდენიმე დღეში ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში 40%-ს მიაღწევს, რაც მომსახურების სექტორში საქმიანობის ფართო სპექტრის ხელახლა გახსნის საშუალებას იძლევა.