უნგრეთში საშუალო სკოლების გახსნა სამი კვირით, 10 მაისამდე, გადადეს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მედიის, ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ათასობით მოსწავლემ და პედაგოგმა სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნით წერილი გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ 19 აპრილისთვის დაგეგმილი სკოლების გახსნა მასწავლებლებისა და მშობლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.
პრემიერ-მინისტს ორბანის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზას 19 აპრილისთვის 3.5 მილიონამდე მოქალაქე მიიღებს. ივნისის დასაწყისისთვს კი ვაქცინა მოსახლეობის დაახლოებით 70%-სთვის გახდება ხელმისაწვდომი.