უნგრეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძილი უკვე კანონით აიკრძალა. კანონის ინიციატორი ქვეყნის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობაა. კანონი ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებზე ვრცელდება, კანონპროექტს მხარი უნგრეთის პარლამენტმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში დაუჭირა. ექსპერტების ცნობით, უნგრეთში 20 000-მდე უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს, მუნიციპალური თავშესაფრები კი მხოლოდ 11 ათასზეა გათვლილი.