კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უნგრეთმა 1-ელი სექტემბრიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. გამონაკლისი მხოლოდ სამი ევროპული ქვეყნის - ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებისთვის ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ავსტრიის საზღვართან სატრანსპორტო საცობი გამოიწვია. ქვეყნის გავლით ტრანზიტული მოძრაობა კვლავ ნებადარულია. სხვა ქვეყნებიდან სამშობლოში ჩასულ უნგრელებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.