უნგრეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის“ წარმოების დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ჩინელ კოლეგა ვან ისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქალაქ დებრეცენში 157 მილიონი ევროს ღირებულების ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება. ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI- ის ცნობით, ამ ნაბიჯით უნგრეთი 2022 წლის ბოლოდან ქვეყნის შიგნით საკმარისი ვაქცინების წარმოებას შეძლებს.
შეგახსენებთ, უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოქალაქეებს ჩინური ვაქცინით ცრიან.