უნგრეთი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ი დაამტკიცა, პირველ 40 000 დოზას სამშაბათს მიიღებს, რაც 20 000 ადამიანის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, გასულ თვეს რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანაში, მომავალი სამი თვის განმავლობაში, ვაქცინის 2 მილიონი დოზა შევა, რაც 1 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.
უნგრეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ჩინური კომპანია Sinopharm-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვაც გასცა. ამასთან, უნგრეთმა უკვე დაამტკიცა Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები.