UNESCO-ს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად:
კლიმატის ცვლილება წყლის რესურსების შემცირებას და წყლის ხარისხის გაუარესებას იწვევს. ანგარიში მსოფლიოს წყლის რესურსების განვითარების შესახებ 22 მარტს გამოქვეყნდა და მასში სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მილიარდ ადამიანის წვდომა უსაფრთხო წყლისადმი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მშრალი ზონების გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე სუფთა წყლისადმი წვდომა 2,2 მილიარდ ადამიანს არ აქვს. ამასთან, წყლის მოხმარება პლანეტაზე 6-ჯერ მაღალია, ვიდრე 100 წლის წინ.