დარჩება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი კოსტავას 68 ნომერში, თუ ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი ბინები განთავსდება. ოპოზიციაში აცხადებენ რომ ხელისუფლებას მაუწეყებლის ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურს. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებთან და პრემიერის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა პარლამენტში. დეპუტატების ნაწილი მომხრეა რომ მაუწყებელში რეფორმები განხორციელდეს. თუმცა პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ ამავდროულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანამშრომელთა უფლებებიც.
იხილეთ:
რა მოთხოვნით მიმართავს საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს?