საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შეხვდა. ბორდის წევრების განცხადებით, გარდაქმნისა და განვითარების გეგმასთან დაკავშირებით მათ გარკვეული კითხვები აქვთ და დეტალური განმარტებების მოსმენა თავად დოკუმენტის ავტორებისგან სურდათ.
გენერალური დირექტორის თქმით სამეურვეო საბჭო 1 კვირის ვადაში კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასების კრიტერიუმები. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ის გეგმა რომელიც ახალმა მენეჯმენტმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა, გათვლილი იყო იმაზე რომსმაუწყებელი უნდა გამხდარუიყო ლიდერი ტელეკომპანია და რეიტინგებშიც უნდა ყოფილიყო მოწინავე პოზიციაზე. თუმცა მისი განმარტებით ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ რეიტინგი შესაძლოა მაუწყებლის მთავარი ფუნქცია არ იყოს. აქედან გამომდინარე, ახალი კრიტერიუმების შეფასების შემდეგ, ამავე კრიტერიმებს მოერგება ის გეგმა რომლითაც მაუწყებელი განვითარებას გააგრძელებს.
იხილეთ: რა მოთხოვნით მიმართავს საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს?"უნდათ რომ ჯოხი გადატეხონ ჟურნალისტებზე" - რის აშენება იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე?