ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათით მიმდინარეობს. კომისიის წევრები ვერ თანხმდებიან კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში მიეთითოს თუ არა კონკრეტული მუხლები. საგამოძიებო კომისიაში შემავალი პარტია "ევროპული საქართველოს" წევრები მიიჩნევენ, რომ საჭიროა კომისიის რეკომენდაციებში მითითებული იყოს კონკრეტული მუხლი, რომლის მიხედვითაც გამოძიება უნდა დაიწყოს, რასაც "ქართული ოცნების" წევრები ეწინააღმდეგებიან. უმრავლესობის წევრi ანრი ოხანაშვილი აცხადებს რომ კომისია ვალდებული არაა მიუთითოს მუხლები. მისივე თქმით, კომისიას დევნის დაწყების უფლება არ აქვს. "ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ რომელიმე ორგანოს პოლიტიკური დავალება მივცეთ" - აცხადებს ოხანაშვილი.