ნებისმიერი სამკაული მოითხოვს გაფრთხილებას, სწორ მოვლასა და შენახვას და არც საიუველირო საათია გამონაკლისი; უფრო მეტიც, ის არა მხოლოდ აქსესუარი, არამედ ტექნიკურად რთული მოწყობილობაა, მუშაობის სპეციფიკური პირობებით. დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით თუ როგორ მოუაროთ საათებს სწორად, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
საათის მოვლაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ აქსესუარს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს პასპორტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი მისი მოვლის, შენახვისა და სხვა პირობები.