უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, რესურსი, რომელიც გვაქვს, ძალზედ გონიერად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ “,-ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდი აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს. გიორგი გახარიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩხოროწყუში სპორტული კომპლექსი მოეწყობა, ასევე იგეგმება სკოლების მშენებლობა.