სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი მივიდა. უწმინდესმა ტატუნაშვილის ოჯახსა და ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა. უწმინდესთან ერთად ტატუნაშვილების ოჯახში მივიდნენ სასულიერო პირებიც. ილია მეორემ ტატუნაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა. გარდაცვლილის სახლთან იმყოფება ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული. ასევე აღმართულია საქართველოს დროშა.არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.