02:56
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
უნდა დავაფასოთ პიროვნება, უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში მივაღწევთ დიდ წარმატებას - ილია მეორე
13-10-2021

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ილია მეორეს განცხადებას ავრცელებს.

პატრიარქმა განცხადებაში პიროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამასთან, კომუნისტური პერიოდი და საქართველოს ეკლესიის წინაშე არსებული მძიმე პრობლემები გაიხსენა.

„საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?!

ღმერთმა წყალობა მისცა, მართლაც, და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას.

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა.

მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად.

სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს!", - აცხადებს ილია მეორე.

AutoPlay
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას ჩრდილოვან კაბინეტს არასერიოზულად აფასებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
იენს სტოლტენბერგი- რუსეთმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა თავისი რაკეტების არსენალი და ქმნის ჰიპიერხმოვან სისტემებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გეგმა წარადგინა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში - პირადი ექიმი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები