უნდა დარჩეს თუ არა ეკა ბესელია მმართველ გუნდში - ჟურნალისტების ამ კითხვაზე ირაკლი კობახიძე პასუხობს რომ გუნდურობის პრინციპი ბოლო პერიოდში არაერთგზის დაირღვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა.რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელია განცხადებას, რომ ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს და „ნათელს მოჰფენს ყველაფერს“, კობახიძე განმარტავს, რომ არსებობს სინამდვილე, რაზეც საუბარი ყველას შეუძლია. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბესელიას კომიტეტიდან წასვლის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხილში იყო გადაწყვეტილი.