ბოლო დროს სახანძრო უსაფრთხოების საკითხების აქტუალობა და ამ საკითხების შესახებ გამოთქმული არასწორი ინტერპრეტაციები პასუხისმგებელი სუბიექტების შესახებ არაერთ კითხვას ბადებს. სამშენებლო სამართალის ექსპერტის, უჩა ზაქაშვილის თქმით, სახანძრო უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიიდანვე უნდა იწყებდეს. მისივე შეფასებით, კანონმდებლობის ხარვეზია ის, რომ 100 ნომრამდე სასტუმროები და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება