დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე შემოვიდა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ორსულებისთვის. ასევე მან აღნიშნა, რომ ორსულებისთვის გრიპზე აცრა სასურველია, ხოლო წითელაზე აცრა არ შეიძლება. იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში შემცირებულია თუმცა ბოლომდე არ არის გამქრალი.