ქართული უნაკერო მილები ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტში ამბობენ, რომ მილების საცდელი პარტია ამერიკაში ექსპორტზე სავარაუდოდ 15 ნოემბრისთვის გაიგზავნება.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკაში რვა ძირითადად დისტრიბუტორთან თანამშრომლობსდა თუ პროდუქცია მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, 2018 წლიდან ამერიკაში თვეში 2-3 ათასი ტონა მილების ექსპორტი განხორციელდება. ამ დროისთვის, უნაკერო მილები საქართველოდან ექსპორტზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - ჰოლანდიაში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში გადის. ამასთან, საქართველოდან უნაკერო მილების ექსპორტი თურქეთშიც იგეგმება.