სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდოლოგია შესაძლოა, შეიცვალოს. დღეისათვის სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის მაჩვენებელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით ითვლის.სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია უკვე მოძველებულია და უმუშევართა რაოდენობის რეალურ მაჩვენებელს ვერ ასახავს. მისივე შეფასებით, მეთოდის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოში უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება.მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა და 12.2% შეადგინა. ამასთან, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლებში ქალაქებთან შედარებით.