20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მეორე ტურში, B ჯგუფში საქართველოს ნაკრები ტრევიზოში უელსთან 24:30 დამარცხდა. პირველ ტურში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ იტალიასთან 19:36 წააგეს, უელსმა კი შოტლანდიას 45:15 მოუგო. დღევანდელი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა, მაგრამ მაინც დავმარცხდით.
ჩვენი ბიჭები განსაკუთრებით კარგად დერეფანში თამაშობდნენ და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ კიდეც. შესვენების შემდეგ ჩვენი დაცვის შეცდომით მოწინააღმდეგემ ისარგებლა და ლელო-გარდასახვით ჯერ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ საჯარიმოთი წინ გავიდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კილასონიამ 50-ე წუთზე მთელი პირველი ხაზი შეცვალა. უელსმა კი კიდევ დაწინაურდა - 30:21.
77-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიშის შემცირება მოვახერხე, თუმცა ბოლო წუთზე დერეფანი წავაგეთ და მატჩის მოგების შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. 6 ივლისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება.