საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩი ფიჯის 12:8 მოუგო. დებიუტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მე-10 წუთზე მეტოქე ლელოთი წინ გაიჭრა. 24-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ზურა ქავთარაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხი ხაზს დაადგა და მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ არ ჩათვალა. მეორე ტაიმი მეტად წარმატებული გამოდგა. იოანე იაშაღაშვილმა მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა, შემდეგ კი კაცნაკლულ ფიჯის ლელო ვანო კარკაძემ გაუტანა და საქართველოს ნაკრებმა საოცარი შეხვედრა მოიგო. მომდევნო მატჩი მეცხრე ადგილისთვის 22 ივნისს იტალიასთან გაიმართება.