საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ახალ ზელანდიასთან 13:45 წააგო. მატჩში ანგარიში მეშვიდე წუთზე გაიხსნა, თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა გამოიყენა. საბოლოოდ ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 19-6 დათმო. მეორე ნახევარი კი დაახლოებით იმავე სცენარით წარიმართა. ექვსგზის ჩემპიონები ფავორიტები იყვნენ, და მათ ეს სტატუსი გაამართლეს. საქართველოს ნაკრების რიგებში ერთადერთი ლელოს ავტორი ვახტანგ ჯინჭარაძე გახდა, რითაც საბოლოო ანგარიში 45-13 დაფიქსირდა.