საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთაფრიკელ თანატოლებს უმასპინძლა და ანგარიშით 21:28 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართვეელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში 7 ქულით დაწინაურება შეძლეს და მეტოეს 21-14 ამარცხებდნენ, უპირატესობა ვერ შეიმაგრეს და საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ მეორე ამხანაგური მატჩი 5 დეკემბერს გაიმართება.