საპარლამენტო უმცირესობა "გაზპრომის" საკითხზე ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. როგორც დეპუტატმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება ენერგეტიკის მინისტრის უმცირესობის ფორმატში მოსმენის საკითხზე ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
"ჩვენ ვიმსჯელეთ, რომ უმცირესობის ფორმატით ვითხოვოთ შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ამას ალბათ უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ მთავრობას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.