საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფი” და იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია C.M.C.საქართველოშიერთობლივ ინდუსტრიულ საწარმოს აფუძნებენ, რომელიც ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. საუბარია, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებზე. C.M.C. ერთ-ერთი უმსხვილესი იტალიური სამშენებლო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მასშტაბური პროექტების განხორციელებით სატრანსპორტო, ჰიდრო და წყალმომარაგების, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი, ასევე საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურების მიმართულებებით.2016 წელს კომპანიის კაპიტალბრუნვამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ამასთან მიმდინარე პროექტების საპორტფელო ღირებულება 4 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.