იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დავით მათიკაშვილს კომიტეტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შესრულება დაეკისრა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ ხმა მათიკაშვილის წინააღმდეგ მისცა. როგორც გეგიძემ განაცხადა, მისი გადაწყვეტილება ლოგიკური იყო განვითარებული პროცესების შესაბამისად. თავის მხრივ, კოლეგის მიერ მის მხარდაჭერაზე უარს, ნეიტრალურად აფასებს დავით მათიკაშვილი. როგორც მან აღნიშნა, გეგიძის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. რაც შეეხება უშუალოდ იურიდიულ კომიტეტს და მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს, მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტი აღნიშნულ თემაზე საგაზაფხულო სესიამდე არ იმსჯერლებს.