უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა დღესაც გაიმართება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, 17:00 საათზე დაიწყება. როგორც გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დარჩა საკითხები, რაზეც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე მხარეებმა მსჯელობა უნდა განაგრძონ. შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება. ერთ-ერთი საკითხი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე უნდა განიხილონ, ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლას ეხება.