"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ორგანიზაცია "სირცხვილიას" წევრებმა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე კანონპროექტის მიღებას მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პროექტს ჩააგდებენ, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების დატოვება ბევრად ადრე და მტკივნეულად მოუწევს.