საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"ბიძინა, ჩვენ ისევ მოვედით" - ამ შეძახილებით მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები მმართველი პარტიისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მხოლოდ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ჩათვლიან მიზანს მიღწეულად. აქტივისტებმა ოფისში შესასვლელთან ე.წ. სირცხვილის კორიდორი გააკეთეს და უმრავლესობის წარმომადგენლებს ელოდებიან.
"ქართული ოცნების" ოფისთან მობილიზებულია პოლიციაც.