"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დაიწყო. როგორც დეპუტატები აცხადებენ, დღის წესრიგში განსახილველი მთავარი საკითხი კვლავ სასამართლოსთან დაკავშირებული თემებია. ამასთან ისინი არ გამორიცხავენ , რომ საუბარი შესაძლოა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხსაც შეეხოს. საპარლანენტო უმრავლესობის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ დღეს ყველა განსახილველ საკითხთან მიმართებაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.