საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას გამოეხმაურნენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, პარლამენტის მუშაობის შეფერხება დაუშვებელია. ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვერ გაიგო სად გაქრა ის 150 "ნაცი", რომელიც ადრე მონაწილეობდა აქციებში, ვინაიდან ახლა პროტესტს მხოლოდ 50 ნაცი გამოხატავს