უმრავლესობის წევრების განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს არჩევნების ჩატარების ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, რაც მაჟორიტარების 50-მდე დაყვანას გულისხმობს.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მამართველი პოლიტიკური ძალისა და ოპოზიციის საბოლოო კონსესუსის მიღწევა ისეთ პოლარიზებულ ქვეყანაში, როგორც საქართველოა შეუძლებელია. ამის მიუხედავად, სესიაშვილი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ კონსესუსი მიიღწევა.
პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რათა საერთშორისო თანამეგობრობამ და უპირველეს ყოვლისა საზოგადოებამ, დაინახოს ვის რა პოზიცია აქვს და რას სთავაზობენ ამომრჩეველს.