საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სურთ პოლიტიკური შეთანხმება შედგეს და ოპოზიციის რადიკალური ფრთის ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
დეპუტატი ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მათ აქციებს სერიოზულად აღარ აღიქვამს.
იგივე პოზიცია აქვს უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, ირაკლი ქადაგიშვილს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის განცხადებები „საერთო სახალხო ერთობაზე“ არის ფუჭი , ხოლო მათი ლოზუნგია: ერთობა დესტაბილიზაციისთვის.
როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, ოპოზიციის ცხოვრების მთავარი დღის წესრიგი დესტაბილიზაციაა.