საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს აკრიტიკებს და მას ღია ეთერში საპარლამენტო უმრავლესობასთან დებატებს სთავაზობს.მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი დატოვა და თავი აარიდა იმ შეკითხვებს, რომლებიც შესაძლოა, მის ანგარიშთან დაკავშირებით დასმულიყო. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენება იყო მოკლე და დეპუტატებმა როგორც თავად პრეზიდენტის საქმიანობის, ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს.