მმართველ გუნდში გიორგი გახარიას პოლიტიკური მომავლის კომენტირებისას აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერის გუნდს მარტივი გზა არ ექნება გასავლელი.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით, თუ გახარიას მიზანი იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მისკენ გადაბირება, ამ შემთხვევაში მისი პოლიტიკური მოსავალი ძალიან მიზერული იქნება, თუმცა, თუ მისი მომავალი პოლიტიკური საქმიანობის ველი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი პარტიების ამომრჩევლის მიზიდვა, მაშინ შესაძლოა, მას გარკვეული წარმატება ჰქონდეს.
რაც შეეხება უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს, ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის აზრით, მათ შესაძლოა, გახარიასთან გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ.