ჩილეს გასტრონომია ძირითადად მოიცავას ესპანური ტრადიციული სამზარეულოს, ჩილეს ძირძველი მაპუჩეს კულტურისა და ადგილობრივი ინგრედიენტების კომბინაციას, რაც მოგვიანებით მნიშვნელოვნად შეიცვალა და განვითარდა სხვა ევროპული სამზარეულოებიდან, განსაკუთრებით გერმანიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან.
დღევანდელ რუბრიკაში ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება ახლოს გაგაცნოთ ჩილეს მრავალფეროვანი და საინტერესო გასტრონომია.
ჩილეში კვების ტრადიცია და რეცეპტები გამოირჩევა მრავალფეროვანი არომატით და ინგრედიენტებით, ქვეყნის მრავალფეროვანი გეოგრაფია და კლიმატი შესანიშნავია სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის ფართო სპექტრისათვის.