16:48
19 ივნისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
უმღერა თუ არა პეტერბურგში პირადად ვლადიმერ პუტინს - პაატა ბურჭულაძე ქართველი პოლიტიკოსების მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება
18-12-2018

უმღერა თუ არა პეტერბურგში პირადად ვლადიმერ პუტინს - პაატა ბურჭულაძე ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებების მთავარი ადრესატი ხდება.   გაერთიანებული ოპოზიიციის მხარდამჭერს თავად ოპოზიციაც აკრიტიკებს და მისგან განმარტებებს მოითხოვს. ძალა ერთობაშიას ლიდერები მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამენ და ამბობენ რომ პუტინის თანდასწრებით სიმღერა მათთვის მიუღებელია. "პაატა ბურჭულაძე იქნება თუ სხვა, პუტინის წინ სიმღერა ცუდია" - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. თუმცა, გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბურჭულაძეს წინასწარ  არც სცოდნოდა, ესწრებოდა თუ არა პუტინი კონცერტს. ევროპულ საქართველოში კი ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის. რაც შეეხება მმართველ გუნდს,  იქ მიაჩნიათ, რომ ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა,  და ის ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა. ცნობისთვის პაატა ბურჭულაძემ 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.

AutoPlay
გამოძიებამ დონბასის თავზე მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებაში 4 ეჭვმიტანილი დაასახელა
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
კალაძის ინიციატივას დეპუტატები აფასებენ
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
მამუკა მდინარაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
ლევან ვასაძე - მე და გიგა ბოკერია ჩაგვსვით ორკაციან კამერაში და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს - საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს თავი შეიკავონ შეუთანხმებელი განცხადებებისგან
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები