პანკისის ხეობაში “ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს საერთოდ ვერ ვხედავ, - ამის შესახებ Palitranews-ის გადაცემა “360 გრადუსში“ კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა განაცხადა. იდიგოვის თქმით, რომ არა გარანტიები, ახმედ ჩატაევი საქართველოში არ ჩამოვიდოდა. “მთავარია, ვინ დაუძახა მათ აქეთ. ჩატაევს ყოველთვის აძლევდნენ გარანტიებს, რომ მას საქართველოში არაფერი მოუვიდოდა. ამას ქართულ ენაზე ეუბნებოდნენ. ჩატაევი ყოველთვის ფიქრობდა, რამდენად რეალური იყო ეს. ჩატაევი აქ არ ჩამოვიდოდა, ვინმეს მისთვის 100%-იანი გარანტია რომ არ მიეცა და დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო - განაცხადა კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა.