"ულტიმატუმების დრო არ არის" - სალომე ზურაბიშვილი - Palitra News

"ულტიმატუმების დრო არ არის" - სალომე ზურაბიშვილი

2018-12-03 20:16:44+04:00

"ახლა ულტიმატუმების დრო არ არის" - ასეთია სალომე ზურაბიშვილის პასუხი ოპოზიციისადმი. არჩეულმა პრეზიდენტი გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმს გამოეხმაურა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობს. ზურაბიშვილის თქმით, ახლა საჭიროა პოლიტიკური გარემოს დაწყნარება და არჩეული პრეზიდენტის აღიარება.