საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ძიება მიმდინარეობს ჭიათურაში მანგანუმის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწრამეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულია ლაშა საღარეიშვილი და ზვიად კუპატაძე.
დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბრალდებული პირები ჩართულები იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ მანგანუმის მადანს და მისგან იღებენ მანგანუმის კონცენტრატს. მისი რეალიზაციისა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით კი, დაფუძნებული ჰქონდათ შპს ტრანს მანგანუმი , შპს ლარე“, შპს "ლგლ“, შპს "ნიგი“, შპს "ტექნოლოჯი", შპს გეორგიან ნანო ტექნოლოგი +".
ასევე იხილეთ: ვინ არის 3 ბიზნესმენი, რომლებიც ბიუჯეტისთვის 1 200 000 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დააკავეს