თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე, ყოველ ოქტომბერს ნიუ-მექსიკოს შტატში ცას ფერადი საჰაერო ბუშტები ფარავს. ეს არა მხოლოდ ფესტივალში მონაწილეებისთვის, არამედ მისი დამთვალიერებლისთვისაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა.ნიუ-მექსიკოს საჰაერო ბუშტების ფესტივალი მსოფლიოში უდიდესი მსგავსი ღონისძიებაა.
ნიუ-მექსიკოს შტატი საჰაერო ბუშტების 47 -ე ფესტივალს მასპინძლობს. ულამაზესი სანახაობა ალბუკერკეში ეწყობა. ტრადიციულ ფესტივალს, როგორც წესი, მილიონამდე ადამიანი ესწრება ხოლმე. გამონაკლისი არც წლევანდელი შოუა.
ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ალბუკერკეს თავზე საჰაერო ბუშტებით მასობრივი გასეირნება მომავალ უქმეებზეც მოეწყობა.