ქალაქ კიტაკიუსიუში (იაპონია) არსებულ კავაჩი ფუჯის ბაღში რამდენიმე სახეობის 150-მდე გლიცინია ყვავის. ბაღში არა მხოლოდ გლიცინია, არამედ სხვა ბევრი ულამაზესი ყვავილიც ხარობს, რომელთა ნაწილი სპეციალურ სათბურებშია განთავსებული. Wisteria გლიცინიას ლათინური სახელწოდებაა. იაპონიაში ეს მცენარე ახალგაზრდობის, პოეზიის, ქალური სილამაზისა და განკურნების სიმბოლოდ მიიჩნევა. გლიცინიების გვირაბი ტოკიოდან დაახლოებით 4-5 საათის სავალშია. მისი დათვალიერებისთვის საუკეთესო დრო აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდეა, როცა გლიცინიას ყვავილები იფურჩქნება.