09:24
23 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ულამაზესი კუნძული, რომელიც სახლის ფასად იყიდება - ნახეთ რამდენია მისი ფასი და სად მნდებარეობს ის
02-09-2019

თუ ყოველთვის ოცნებობდით, კარიბის ზღვაში საკუთარი კუნძული გქონოდათ, რეალობასთან, შესაძლოა, ოდნავ ახლოს აღმოჩნდეთ - CNBC-ს ინ-ფორმაციით, პატარა, ულამაზესი კუნძული ბელიზში "სულ რაღაც" 350 000 დოლარად იყიდება, რაც უფრო იაფია, ვიდრე ბინების საშუალო ფასი ნიუ-იორკში, სიეტლში, სან დიეგოსა და პორტლენდში.

კუნძულის ფართობი, რომელზეც ბელიზის სამხრეთ სანაპიროდან ნავით 20 წუთში მოხვდებით, 4 ათასი კვადრატული მეტრია. იმის მიუხედავად, რომ ის სრულიად აუთვისებელია, როგორც უძრავი ქონების აგენტები ამ-ბობენ, კუნძულს დიდი პოტენციალი აქვს.
წყალი გარშემო ღრმა არ არის - თუ კუნძულს 30 მეტრით დაშორდებით, წყალი მაინც მუხლამდე მოგწვდებათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები