გონიოში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. როგორცერთ-ერთმა თვითმხილველმა ნათია გოცაძემ განაცხადა, ზღვიდან მკვდარი დელფინის გამორიყვის ფაქტი ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორედ დაფიქსირდა.
"ამ ფაქტს თავად შევესწარი, დელფინი ზღვას ნაპირისკენ მოჰქონდა. უკვე გახრწნილი იყო და უსიამოვნო სუნი ჰქონდა. ეს ფაქტი ძალიან ცუდია და დამსვენებლებს ძალიან აღშფოთებს",- აცხადებს ნათია გოცაძე.