უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა... - რისკენ მოუწოდებს მარინა ენდელაძე მოსახლეობას? - Palitra News

უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა... - რისკენ მოუწოდებს მარინა ენდელაძე მოსახლეობას?

2020-10-15 11:33:33+04:00

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქუჩაშიც ატარონ პირბადე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, რომ არსებული რეგულაციები სრულყოფილად იყოს დაცული. მისი თქმით, კლასტერები მთელი ქვეყნის მაშტაბით არის გავრელებული თუმცა ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი ინფიცირების ახალ შემთხვევებს უმკლავდება.