უკრაინაში დაკავებულ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეიცვალა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს. როგორც ძალოვან უწყებში განმარტავენ, სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. მას შემდეგ, რაც ქარდავასთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურები დასრულდება, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ინტერპოლით ძებნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2017 წლის 1-ელ ნოემბერს დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა.