უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები შეჩერებულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი განმარტებით, რუსეთის მოთხოვნები ფრონტზე განვითარებული პროცესებისგან განსხვავებით, არ იცვლება.