უკრაინული McDonald’s უსაფრთხოების პროტოკოლს აახლებს და მიწოდების ჯაჭვის აღდგენაზე მუშაობს. ქვეყანაში McDonald’s-ის ქსელის აღდგენაზე დისკუსია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინულ Forbes-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, McDonald’s-ის თითოეული რესტორნის ადგილი ახლომდებარე თავშესაფრების კუთხით გადამოწმდება, რადგან როცა საჰაერო თავდასხმის განგაში ირთვება, რესტორნები სასწრაფოდ უნდა დაიხუროს, ეს კი თავისთავად საკმაოდ რთული პროცესია.
კიევში McDonald’s-ის ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერმა უკრაინულ Forbes-ს განუცხადა, რომ თუ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლი იქნება შეთანხმებული, ობიექტი აგვისტოში გაიხსნება.შეგახსენებთ, რომ ქსელის რესტორნები 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით დაიხურა.