უკრაინულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დემენტივკა გაათავისუფლეს - ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ჩვენი ჯარების შეტევის შედეგად განთავისუფლდა დასახლება დემენტიევკა. მტერი ახორციელებს შეტევას ტერნოვას დასახლების ტერიტორიაზე, ბრძოლა გრძელდება", - ნათქვამის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა იყო კონცენტრირებული ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე და უკრაინული ჯარების ცეცხლით განადგურებაზე, მტერი კი დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით კონტრშეტევების განხორციელებას უშედეგოდ ცდილობდა.