რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „აღმოსავლეთი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად გაერთიანებული ძალების ორმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღეს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.